რატომ უტევს ბიძინა ივანიშვილს და სად იშოვა მან თავისი პირველი მილიონი – “ქართულ ოცნებაში” “ლელოს” ლიდერს პასუხობენ

პარტია “ლელოს” დამფუძნებელი, აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე მოსკოვში იქნება. მამუკა ხაზარაძეს “ოცნებაში” უკვე უპასუხეს და სთხოვეს, გაიხსენოს სად იშოვა პირველი მილიონი.
შალვა პაპუაშვილისთვის “ლელოს” ლიდერის მოსკოვთან სხვის კავშირებზე გაკეთებული განცხადება, მინიმუმ არასერიოზულია, რადგან პარლამენტის სპიკერის თქმით, ხაზარაძეს რუსეთთან მხოლოდ ბიზნესი არ აკავშირებდა.
ლიდერის განცხადებას პარტიის წევრები იზიარებენ, თუმცა თავად ხაზარაძის წარსულის მოსკოვთან დაკავშირებას ერიდებიან.
“ლელოს” პროგნოზს მმართველი ძალა უპერსპექტივოს უწოდებს. “ქართულ ოცნება” ოპონენტების გააქტიურებას 2024 წლის არჩევნებში დამარცხების შიშით ხსნის.
ოპოზიციის ნაწილისთვის ხაზარაძის პოზიციები შურისძიებით ნაკარნახევი და სწორედ რუსული ინტერესით მოქმედებაა. “ლელოს” ლიდერის განცხადების შინაარსი მისაღები აღმოჩნდა “ნაციონალურ მოძრაობისთვის”.
ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების გარდა, თავდასხმების ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გახშირება არ უკვირთ “ქართულ ოცნებაში”, სადაც ამბობენ, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, ამ ყველაფერს კონკრეტული მიზანი აქვს – პოლარიზაციის გაღრმავება და პროცესების რადიკალიზაცია.
მმართველი პარტია ოპონენტებს მოუწოდებს, მომავალი 10 თვე, მათთან ბრძოლის ნაცვლად, საკუთარი პოლიტიკური რესურსის გაზრდისთვის გამოიყენონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას