აშშ-ის ხელისუფლება აპირებს მოძრაობა „ანტიფას“ სრულად განადგურებას – ამერიკის მთავარი პროკურორი

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის პემ ბონდის თქმით, -ის ხელისუფლება აპირებს მოძრაობა „ანტიფას“ სრულად განადგურებას, რომელიც პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ადრე ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
პროკურორის განცხადებით, ისინი მოძრაობის მთლიანად დაშლას აპირებენ, რადგან ამერიკელები აღარ შეეგუებიან მათ სისასტიკესა და ძალადობას.
„ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ ქუჩებში ნანახი ძალადობრივი დამნაშავეების დაპატიმრებით შევჩერდეთ. დანაშაულთან ბრძოლა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქუჩებიდან ბოროტმოქმედების გათავისუფლება. საქმე ორგანიზაციის აგურ-აგურ დაშლას ეხება. ისევე, როგორც კარტელების შემთხვევაში გავაკეთეთ, ჩვენ იგივე მიდგომას გამოვიყენებთ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა „ანტიფას“ წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენა. ჩვენ მთელ ორგანიზაციას თავიდან ბოლომდე გავანადგურებთ. ჩვენ მათ დაშლას ვაპირებთ. თქვენი გაბედული ლიდერობისა და „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების წყალობით, რაც ისინი სინამდვილეში არიან, ამერიკელები აღარ შეეგუებიან მათ სისასტიკესა და ძალადობას“- განაცხადა პროკურორმა.

ასევე დაგაინტერესებთ

EPP-ის განცხადება, ფაქტობრივად, საქართველოში გადატრიალების მხარდაჭერას წარმოადგენს – მათ შეძლეს, რომ „ქართული ოცნება“ მოძალადედ, ხოლო კრიმინალების დაჯგუფება მსხვერპლად გამოეცხადებინათ

4 ოქტომბრის შემდეგ, რადიკალური ოპოზიცია მუხლმოდრეკილი და თვალცრემლიანი ევედრება მათ კურატორებს დასავლეთში – ვაღიარებთ, რომ მორიგ ჯერზე ჩავისვარეთ, მაგრამ არ მიგვატოვოთ, რადგანაც ჩვენზე უფრო ერთგულ „პრო-ევროპელებს“ საქართველოში ვერ იპოვითო