: რვიანმა თავი ამოწურა

“ოთხმა ოქტომბერმა გადაიარა, ბოიკოტი არარელევანტური გახდა, შესაბამისად – რვიანმა თავი ამოწურა”- წერს “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი .
ჩერგოლეიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ტრიუმფი ექნებოდა რუსთაველზე შეკრებილ ათი ათასობით მოქალაქეს, რომ არა ხაზარაძე-გახარიას მონაწილეობა და სააკაშვილის კრახისთვის განწირული მორიგი რევოლუცია.
“მიუხედავად იმისა, რომ რვიანში შიგნით გვყავდნენ ნაცები, რომლებიც გარედან წიხლებს გვირტყამდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე უამრავ ფულს ხარჯავდა ჩვენ წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა რომ მთელი ოპო ტელემედია ხაზარაძის “კამპანიას” და ხაბეიშვილის “დამხობას” ტირაჟირებდა და ყველგან გაგვაქრეს, ოპონენტებისვე აღიარებით, რეჟიმის არ აღიარების პოლიტიკამ – ანუ ბოიკოტმა გაიმარჯვა.
ტრიუმფი გვექნებოდა რუსთაველზე შეკრებილ ათი ათასობით მოქალაქეს, რომ არა ხაზარაძე-გახარიას მონაწილეობა და სააკაშვილის კრახისთვის განწირული მორიგი რევოლუცია.
ახალი ეტაპი იწყება პოლიტიკური პარტიებისთვის.
ფედერალისტები მივიღებთ ამომრჩევლის დაკვეთას და მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიულ, ამომჩევლის პრობლემებზე ფოკუსირებულ პარტიებთან ვითანამშროლებთ – მათთან, ვინც მზად იქნება ერთობლივი ძალებით და უკომპრომისოდ ჩავრეცხოთ ავტოკრატია და ოლიგარქია ყველა ფლანგზე.
ფედერალისტები ვითანამშრომლებთ კაცებთან და არა კაცის კაცებთან. ეს ბრძოლა არაა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ეს ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის მიდის. დემოკრატია და დემოკრატიული ძალები გავიმარჯვებთ.”- წერს ჩერგოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე