“არ მახსენდება გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელსაც პირადად დავით გოგობერიშვილის მიმართ უკმაყოფილება ჰქონია. ყოველთვის გამოირჩეოდა დიდი ყურადღებით”

N8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორის გარდაცვალების ფაქტზე აუცილებლად უნდა ვთქვა 1-2 სიტყვა.
პოსტი ასახავს მხოლოდ ჩემს გამოცდილებას და არ ემსახურება სხვა მიზნებს.
არ მახსენდება გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელსაც პირადად დავით გოგობერიშვილის მიმართ უკმაყოფილება ჰქონია.
ყოველთვის გამოირჩეოდა დიდი ყურადღებით – ყოველ შემთხვევაში, ჩემი დასაცავი პირების მიმართ.
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქციაზე დაკავებული ბიჭების კონკრეტული დანაბარები პირადად მიმქონდა – ყურადღებით მისმენდა, ინიშნავდა (ზოგჯერ იქვე მოუგვარებია) და უთქვამს მომავალში პირადად მითხრან ნებისმიერი საკითხი, რაც აწუხებთო…
არ ვიცი, რა დავწერო მეტი ამ ადამიანზე, ნებისმიერ შემთხვევაში ვწუხვარ, ძალიან ცუდი ამბავია” | წერს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანის ციხის ყოფილი უფროსი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე

გიორგი შარაშიძე – არ გამიკვირდება, რომ ბაჩო ახალაიას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა, ასევე, არ გამიკვირდება, რომ ამას „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებდეს – ალბათ, ხაზები და კავშირები მიდის ლილუაშვილთან