ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის – “ ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “ს” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

“საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 1.56%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 39.05 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.92 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში “საქართველოს ბანკის” აქციების მატება 31.7%-ია.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 2.33%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 28.55 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.57 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში “თიბისის” აქციების ფასი 16.3%-ითაა გაზრდილი.

“საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 1.92%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.60 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 494 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 29.1%-ითაა გაზრდილი.

წყარო – Galt & Taggart