სექტემბერში ETF-ებში ოქროს მოცულობა 145.6 ტონით გაიზარდა

გლობალური ETF-ები (exchange traded funds) 2025 წლის სექტემბერში რეკორდული 17.3 მილიარდი დოლარით გაიზარდა, – გამოთვალა მსოფლიო ოქროს საბჭომ(WGC). ეს შეესაბამება შთამბეჭდავ მოცულობას – 145.6 ტონა ოქროს.
ოქროს ფასების მკვეთრმა ზრდამ და სახსრების შემოდინებამ თვის ბოლოს გლობალურ ფონდებში ოქროს ღირებულება კიდევ ერთ რეკორდულ ნიშნულამდე – 472.5 მილიარდ დოლარამდე აიყვანა. ეს შეესაბამება 3,837.7 ტონა ოქროს, რაც მხოლოდ ოდნავ ნაკლებია 2020 წლის შემოდგომაზე დამყარებულ ისტორიულ რეკორდზე.
ვრცლად interfax – ზე