Discord დასაქმებულთა რაოდენობას 17%-ით ამცირებს

Discord Inc., ამავე სახელწოდების მესინჯერის შემქმნელი, აპირებს პერსონალის 17%-ით შემცირებას, დაახლოებით 170 ადამიანის გათავისუფლებას. კომპანიაში აცხადებენ, რომ საუბარია პერსონალის რაოდენობის კორექტირებაზე, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის დროს დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
Discord განსაკუთრებით პოპულარულია მოთამაშეებს შორის, რომლებიც აპლიკაციის საშუალებით ურთიერთობენ შეტყობინებებისა და ვიდეო ზარების საშუალებით. პანდემიის დროს მესინჯერების მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და კომპანიის პერსონალის რიცხვმა 2020 წლიდან ხუთჯერ მოიმატა.
2021 წელს საინვესტიციო რაუნდის ფარგლებში Discord-ის სავარაუდო ღირებულებამ 15 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჯამში, მისი არსებობის მანძილზე კომპანიამ დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.