მოსამართლემ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ კიდევ 4 პირს: კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით ჟღენტს, გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმეს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი განიხილავდა. სახელმწიფო ბრალდება ოთხივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს.




