სასამართლო 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული კიდევ 5 პირის – ბექა მაჭავარიანის, ვახტანგ ფიცხელაურის, მანუჩარ მიქელაძის, ალექსანდრე ხაბეიშვილის და სერგო მეგრელიშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული კიდევ 5 პირის: ბექა მაჭავარიანის, ვახტანგ ფიცხელაურის, მანუჩარ მიქელაძის, ალექსანდრე ხაბეიშვილის და სერგო მეგრელიშვილის სასამართლო მიმდინარეობს.
საქმეს მოსამართლე ნანა შამათავა განიხილავს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
სახელმწიფო ბრალდება ოთხივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
მანამდე, სასამართლომ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული 8 პირის საქმე განიხილა. სასამართლომ რვავე პირს პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულებს: ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით ჟღენტს, გიორგი რურუას, კახაბერ მჟავანაძეს.
ხოლო, ბრალდებულებს: თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, ევა შაშვიაშვილს და დავით სტურუას პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ