სააპელაციომ მოსამართლე ნინო გერგაულის გადაწყვეტილება შეცვალა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ონიანმა გააუქმა გორის სასამართლოს მოსამართლის ნინო გერგაულის გადაწყვეტილება და ანტიკორუფციულ ბიუროს გორელი აქტივისტების, თეო ბზიშვილისა და თეონა ფანქველაშვილის პირად საბანკო მონაცემებზე წვდომა მისცა.
ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს.
გორელი სამოქალაქო აქტივისტები, თეონა ფანქველიშვილი და თეონა ბზიშვილი აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო მათი ანგარიშების შესახებ ინფორმაციას ითხოვს. ამის შესახებ მათ 2 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოსგან გაიგეს.
ანტიკორუფციულმა ბიურომ აქტივისტების ანგარიშების მოთხოვნით თავდაპირველად გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა. თუმცა მოსამართლე მანანა (ნინო) გერგაულმა უწყების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ამ თემაზე:
მოსამართლე მანანა გერგაულმა ანტიკორუფციულს არ დაუკმაყოფილა ჩვენს ანგარიშებზე წვდომის მოთხოვნა – აქტივიტები

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – თბილისის შემოვლითი გზა 2030 წელს დასრულდება, სამტრედიის ხიდი – 2028 წლისთვის, გრიგოლეთის დარჩენილი, 6 კმ-იანი მონაკვეთი – ზაფხულის ბოლომდე, ხოლო ქობულეთის დარჩენილი 3 კმ – 2026 წლის ბოლომდე

ირაკლი კობახიძე – თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია! შემიძლია შევთავაზო ოპონენტებს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ბოლო ერთი წლის პერიოდიდან