ევროპული ბიუროკრატია არის გაღიზიანებული ქართველ ხალხზე, მაგრამ არ მგონია, ასეთი სისულელე გააკეთონ, რომ ქართველი ხალხი დასაჯონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გამო ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით

ევროპული ბიუროკრატია არის გაღიზიანებული ქართველ ხალხზე, მაგრამ არ მგონია, ასეთი სისულელე გააკეთონ, რომ ქართველი ხალხი დასაჯონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გამო ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით
ევროპული ბიუროკრატია არის გაღიზიანებული ქართველ ხალხზე, მაგრამ არ მგონია, ასეთი სისულელე გააკეთონ, რომ ქართველი ხალხი დასაჯონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის და იბრძვის თავისუფლებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლაში კი ვიზის რიგში ჩადგომა მეათეხარისხოვანი საკითხია.
„მემგონი ასეთ არაპრაგმატულ ნაბიჯს არ გადადგამენ, იმის მიუხედავად, რომ ბევრი არაპრაგმატული ნაბიჯი გადაუდგამთ აქამდეც. როცა გამოდის ევროკავშირის პრესსკპიკერი და პირდაპირ მხარს უჭერს პაატა ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის მცდელობას, ხედავთ, რამხელა აბსურდშია შესული ევროპული ბიუროკრატია. ამ ფონზე, შეიძლება, არაფერი გაგიკვირდეს, მაგრამ მე მაინც მეეჭვება, რომ გაღიზიანების მიუხედავად, მათ ძალიან აღიზიანებთ ქართველი ხალხი, მისი არჩევანი, მისი ბრძოლა მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის, მაგრამ ამ ფონზეც კი, არ მგონია, ასეთი არაპრაგმატული ნაბიჯი გადადგან და სცადონ ქართველი ხალხის დასჯა ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ზოგადად ევროინტეგრაციისთვის. მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულება, DCFTA შეთანხმება და ა.შ ყველა იმ რეფორმის გატარება. საქართველო არის ნომერ პირველი ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით, ყველა ობიექტური კრიტერიუმით, მათ შორის ევროკომისიის შეფასებები, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, ბიზნესის თავისუფლება და ა.შ ყველა მიმართულებით საქართველო არის პირველ ადგილზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. დანარჩენი, ვნახოთ, რამდენად პრაგმატული იქნება ევროკავშირის დამოკიდებულება. თუ იქნება პრაგმატული, ამ შემთხვევაში 2030 წელს ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის. როცა თავისუფლებისთვის იბრძვი, იქ ვიზის რიგში ჩადგომა მეათეხარისხოვანი საკითხია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი