თბილისში დეკემბერში 3 827 ბინა გაიყიდა – როგორ შეიცვალა ფასები?

დეკემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 7%-ით შემცირდა და დედაქალაქში სულ 3 827 ბინა გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ დეკემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების მხოლოდ 1%-ით, ძველ პროექტებში კი 2022 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 21%-ით შემცირდა.
„2023 წელს თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წელთან შედარებით გარეუბნებში 17%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 12% და 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ძველი ბინების შემთხვევაში, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წელთან შედარებით გარეუბნებში 23%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 18% და 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.