5-7 ათასი რადიკალი იყო მისული ხელისუფლების დამხობის აქციაზე, ჰქონდათ კონკრეტული გეგმები, თუმცა ჩვენ ჯერ პრევენციულმა ზომებმა მოგვცა საშუალება, თავიდან აგვეცილებინა მათი სცენარის რეალიზება, შემდეგ უშუალოდ საპოლიციო ძალებმა იმოქმედეს უაღრესად ეფექტიანად, საბოლოო ჯამში თავიდან ავიცილეთ რევოლუციის მეხუთე მცდელობა

5-7 ათასი რადიკალი იყო მისული ხელისუფლების დამხობის აქციაზე, ჰქონდათ კონკრეტული გეგმები, თუმცა ჩვენ ჯერ პრევენციულმა ზომებმა მოგვცა საშუალება, თავიდან აგვეცილებინა მათი სცენარის რეალიზება, შემდეგ უშუალოდ საპოლიციო ძალებმა იმოქმედეს უაღრესად ეფექტიანად, საბოლოო ჯამში თავიდან ავიცილეთ რევოლუციის მეხუთე მცდელობა
დაგეგმილი იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება ძალადობრივი რევოლუციის გზით, თუმცა ეს სცენარი ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის პრესსპიკერმა ღიად გამოხატა მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 5-7 ათასი ადამიანი, რადიკალი იყო მისული ხელისუფლების დამხობის აქციაზე, თუმცა პრევენციული ზომებისა და შემდეგ საპოლიციო ძალების უაღრესად ეფექტიანი მოქმედების შედეგად რევოლუციის მეხუთე მცდელობის თავიდან აცილება მოხდა.
„ერთი შეხედვით მარტივად ჩაიარა ყველაფერმა და ასეც მოხდა 4 ოქტომბრისთვის. ისე იყო ჩვენი მხრიდან ვითარება შემზადებული, ისეთი პრევენციული ზომები იყო მიღებული, რომ გაუმარტივდა საბოლოო ჯამში საპოლიციო ძარებს რეაგირება იმ უმძიმეს ძალადობაზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე და პოლიციელების მიმართ. თუმცა რეალურად იყო გეგმები, ამბიციური გეგმები, რადიკალური ოპოზიციის მხარეს, მიზანი იყო გაცხადებული, ეს იყო ხელისუფლების დამხობა. ნახეთ, რომ 5-7 ათასი ადამიანი, რადიკალი იყო მისული ხელისუფლების დამხობის აქციაზე, მათ ჰქონდათ კონკრეტული გეგმები, მათ შორის დაგეგმილი იყო სხვა ლოკაციებზე გადანაცვლება, მას შემდეგ რაც აიღებდნენ პრეზიდენტის სასახლეს და ა.შ. ასეთი იყო მათი გეგმა, თუმცა ჩვენ ჯერ პრევენციულმა ზომებმა მოგვცა საშუალება რომ თავიდან აგვეცილებინა მათი სცენარის რეალიზება და შემდეგ უშუალოდ საპოლიციო ძალებმა იმოქმედეს უაღრესად ეფექტიანად და საბოლოო ჯამში თავიდან ავიცილეთ რევოლუციის მეხუთე მცდელობა ამ 4 წლის განმავლობაში. დაგეგმილი იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება ძალადობრივი გზით, ძალადობრივი რევოლუციის გზით, თუმცა ეს სცენარი ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის პრესსპიკერმა ღიად გამოხატა მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციის მიმართ“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით – ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით