ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურის საქმეზე ბრალდებული მამუკა ბაღდავაძე მისცემს ჩვენებას

სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურის საქმეზე ბრალდებული მამუკა ბაღდავაძე მისცემს ჩვენებას.
ის ცალკე წარმოებად მიმდინარე საქმის ფარგლებშია დაკავებული და გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.
ბაღდავაძე სასამართლოში პენიტენციური დაწესებულებიდან ჩვენების მისაცემად გადმოიყვანეს.
ასევე, სასამართლოში ჩვენებას საქმის მთავარი გამომძიებელი.
გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.