– „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმების მიუხედავად ირანთან კონფლიქტს არ ეძებს

„ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმების მიუხედავად ირანთან კონფლიქტს არ ეძებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სიკერმა მ განაცხადა.
კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-მა წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების შესაჩერებლად თეირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ავიადარტყმები განახორციელა, მაგრამ ამისდა მიუხედავად ვაშინგტონი ირანთან კონფლიქტს არ ეძებს.
„ესკალაციას არ ვეძებთ და ბოლო დღეებში მომხდარის მიღმა ესკალაციის მიზეზი არ არსებობს.
ჩვენ ჯერ კიდევ ვაფასებთ ამ სამიზნეებზე [ავიადარტყმების] უშუალო გავლენას. ეს სამუშაო მიმდინარეობს. ასე რომ, ვფიქრობ, უახლოეს საათებში გვექნება მიყენებული ზიანის სპეციფიკაზე უკეთესი წარმოდგენა“, – განაცხადა კირბიმ.
მან აღნიშნა, რომ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ავიადარტყმების სამიზნეებს ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ რაკეტებისა და დრონების შენახვის, გაშვებისა და მართვის ადგილები წარმოადგენდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ბოლო 7 თვეში, ნარკოდანაშაულისთვის, ჯამში, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა მოიტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ევროპული მომავლის რწმენა – ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის