EPP: მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს ძალადობა და რეპრესიები

“როდესაც ქართველი ხალხი კვლავ აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის, ოლიგარქ ს პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ – 4 ოქტომბერს კიდევ ერთი ფარსული ჩაატარა, რომელშიც აქტივობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და რომელსაც ძირითადმა ოპოზიციურმა ძალებმა ბოიკოტი გამოუცხადეს მასობრივი რეპრესიებისა და რეჟიმის ოპონენტებზე ძალადობის ფონზე.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მიერ განხორციელებული ბოლო დაკავებები და დევნის მუქარა მიზნად ისახავს ხალხის პროტესტის უფლებების შეზღუდვას, პროევროპული ოპოზიციის განადგურებას და საზოგადოებაში შიშის დამკვიდრებას.
ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს ძალადობა და რეპრესიები და პატივი სცეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ასევე, მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელშემწყობ პირებზე, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის შერყევაში მონაწილეობენ”, – წერია განცხადებაში.