79 მილიონ ლარად შეფასებული ტენდერი, თბილისის საბავშვო ბაღები საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ჩავარდა. სააგენტომ ტენდერი მხოლოდ 30 დეკემბერს გამოაცხადა. ტენდერი ტექნიკური მიზეზით ჩაიშალა, დროის სიმცირის გამო, კი ახლა სააგენტო იძულებულია საკვები პატარებისთვის გამარტივებული წესით შეიძინოს.
ოპოზიციაში კორუფციის მაღალ რისკებსა და ცუდ მენეჯმენტზე საუბრობენ. 79 მილიონიანი ტენდერით თბილისის ყველა საბავშვო ბაღი უნდა მომარაგებულიყო.
“თბილისის მერიამ და ბაღების სააგენტომ ბავშვთა კვების მომსახურება დააყენა გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე, როდესაც გადაუდებელი აუცილებლობა დგება და ეს გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეულია ტენდერის ჩატარებით, ეს არის ცუდი მენეჯმენტი. ამ დოკუმენტებით თუ ვიმსჯელებთ, 2024 წელი ბაღების სააგენტოსთვის მოვიდა მოულოდნელად. 30 დეკემბერს გამოაცხადეს ტენდერი და შესაბამისად ეს ტენდერი ვერ მოესწრო, ვერ მოესწრო იმიტომ, რომ რისკები არ იყო გათვლილი. ყველა ტენდერს ახლავს რისკი, რომ არ შედგეს, ჩაიშალოს ან ტენდერი ვინმემ გაასაჩივროს” – ამბობს “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბესიკ დონაძე