ნამდვილად საგანგაშოა ასეთი სიტყვები პროფესორისგან – პროფესორ მარინა ჩიტაშვილზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, , თსუ-ს პროფესორის, ფსიქოლოგ მარინე ჩიტაშვილის მიერ, 4 ოქტომბრის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გაკეთებულ განცხადებას აფასებს. როგორც წულუკიანი აღნიშნავს, ჩიტაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება – “4 ოქტომბერი რომ განვითარებულიყო უფრო დრამატულად, ყოფილიყო მსხვერპლი, ყოფილიყო სისხლი, ყოფილიყო გასროლა, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა იმის შესახებ, რომ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის, ეს 4 ოქტომბერი იყო უბრალოდ არარაციონალურად დაგეგმილი”, – საგანგაშოა. “ნამდვილად საგანგაშოა ასეთი სიტყვები პროფესორისგან!” – წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა