ყველაფერზე მიდიოდნენ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ და ვიღაცის იმედები გაემართლებინათ, მზად იყვნენ, ეს ქვეყანა დაეღუპათ – მათ საქართველოსთვის კარგი რომ არ უნდათ, ამას უკვე ახსნა აღარ სჭირდება

ყველაფერზე მიდიოდნენ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ და ვიღაცის იმედები გაემართლებინათ, მზად იყვნენ, ეს ქვეყანა დაეღუპათ – მათ საქართველოსთვის კარგი რომ არ უნდათ, ამას უკვე ახსნა აღარ სჭირდება
ოპოზიციის ამომრჩევლების უმრავლესობასაც არ უნდა აქ არეულობა, ამიტომ იყო ზუსტად, რომ ბუნდოვანებაში შეიყვანეს თავიანთი ამომრჩეველი და გაურკვეველია, რისთვის მიიყვანეს იქ. მეორე საკითხია, რომ თვითონაც ბოლომდე გაურკვევლობაში იყვნენ, იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ, რა რისკზე წავიდნენ – ერთია, რომ თვითდაპატიმრებების ძალიან დიდი სერია გვქონდა, აქ კი უკვე პრაქტიკულად, არა 6 და 7-თვიან, არამედ, 9-წლიან სასჯელზე წავიდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, ტელეკომპანია POS TV-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის ის ლიდერები, ვინც პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა გადაწყვიტა, თავს არ გასწირავდნენ, ტერორისტული აქტების განხორციელების დადასტურებული იმედი რომ არ ჰქონოდათ.
“ყველა დარწმუნებულები ვართ, რომ არც ერთი მათგანი თავს არ გაწირავდა, თუ არ ექნებოდათ იმის დადასტურებული იმედი, რომ სადღაც რაღაც ტერორისტული აქტები განხორციელდებოდა. აქ არ იყო ხალხის რაოდენობაზე გათვლა, ეს ხალხიც მოატყუეს ისევე როგორც ატყუებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში და სხვათა შორის, მათი მედიასაშუალებები დღესაც ატყუებენ, მანიპულირებენ რაღაც 20 პროცენტით და კვლავ აგრძელებენ ამ ხალხის მოტყუებას.
ამიტომ იყო, ამომრჩეველს კარტებს ბოლომდე არ უშლიდნენ, ერთი ჩანაფიქრი იყო ამ ტერორისტული აქტით შევარდნის, მერე ალბათ, ს შებრძანების. ეს ხომ არ არის [მაიდნის სცენარის] პირველი მცდელობა, ისიც გვახსოვს, ერთი პერიოდი რომ გვაშინებდნენ, თითქოს, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იბრძვიან ში და აქ სიმპათიზირებენ სახელმწიფო გადატრიალებას, ისინი უნდა ჩაერთონ პროცესში და ა.შ. რეალურად, ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ რამდენიმე საკითხი, რაც გამოძიება მიმდინარეობს, არაპირდაპირ უკრაინას უკავშირდება. ასე რომ, ეს მთელი ბირთვია სხვადასხვა საკითხების, რომელსაც ერთიანობაში პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ და დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან ბევრ რამეს კიდევ ფარდა აეხდება.” – აღნიშნა ბითაძემ. მისივე განცხადებით, რადიკალი პოლიტიკოსები ინფანტილურებად და საბოლოო ჯამში, ტერორისტებად გადაიქცნენ, რომლებიც ვერ აანალიზებენ არსებულ სიტუაციას და ვერც საზოგადოების განწყობებს გრძნობენ.
“დღეს ვაკვირდებით იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც რადიკალებს ვეძახით, პოლიტიკური კარიერის რეგრესს, რომელიც თვალსაჩინოა. ასევე, ისინი ინფანტილურ პოლიტიკოსებად გადაიქცნენ, გარდა იმისა, რომ საბოლოო ჯამში, ტერორისტებად გადაიქცნენ. მათ დაკარგეს კვალიფიკაცია, ვერ აანალიზებენ სიტუაციას, ვერ გრძნობენ საკუთარ მოსახლეობას. ერთი მდგენელი შეიძლება იყოს, რომ მათ წინასწარ ძალიან დიდი თანხები აქვთ ვიღაცისგან აღებული, ყველაფერზე მიდიან და ვალდებული არიან. ყველაფერზე მიდიოდნენ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ და ვიღაცის იმედები გაემართლებინათ, მზად იყვნენ, ეს ქვეყანა გადაეჩეხათ და დაეღუპათ, იმას, რომ მათ საქართველოსთვის კარგი არ უნდათ, ამას უკვე ახსნა აღარ სჭირდება, ყველამ იცის, როგორ მავნებლობენ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ.” – განაცხადა მაია ბითაძემ.