შალვა პაპუაშვილი: პროექტი, რომელიც ხელისუფლების დამხობას გულისხმობს, არის დასრულებული, ახლა ყველას უნდა ეყოს სითამამე, რომ მიიღონ სასჯელი – ასეთია აგენტის ბედი

პროექტი, რომელიც ხელისუფლების დამხობას გულისხმობს, არის დასრულებული, ახლა ყველას უნდა ეყოს სითამამე, რომ მიიღონ სასჯელი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, “დანაშაულის ორგანიზატორებს ახლა უნდა ეყოთ სითამამე და პასუხისმგებლობა აიღინ”.

,,რაც მთავარია, ახლა ყველამ უნდა მიიღოს ამის შედეგები. იმის სითამამე თუკი ჰქონდათ, რომ წასულიყვნენ სახელმწიფოს და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ახლა იმის სითამამეც უნდა ეყოთ, რომ მიიღონ სასჯელი, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ წამსვლელებს შემდეგ მოსდევს. ასე რომ, ამ სასჯელისთვისაც უნდა იყვნენ მზად. დღეს ვუსმენდით ორგანიზატორებს, რომლებიც დადგნენ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე, მათ პირდაპირ მოუწოდეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის აღებისკენ და გასაღების ჩაბარებისკენ, დღეს კი ამ ზრდასრული ადამიანების მხრიდან ნიანგის ცრემლებს ვხედავდით. ამბობდნენ, რა იცოდნენ, რომ ასე მოხდებოდა და სხვა რამ მოხდებოდა. ასეთია აგენტის ბედი, მისცემენ დავალებას, გაათამამებენ, აფიქრებინებენ, რომ ყველაფერი წავა პრობლემების გარეშე, შემდეგ ჩავარდება, ამ აგენტსაც ჩასვამენ ციხეში, როგორც ს ზის და კაცის შვილი მაგის გამომშვები ვერ არის გარედან, ხედავს თვითონაც, ასე ჩატოვებენ ციხეში და იქნება საკუთარი სასჯელის მოსახდელად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განცხადებით, როცა “გემი იძირება ვირთხები გარბიან”.

,,ასე ვირთხებივით გაიქცნენ თავის დროზე, როდესაც საქართველოში 2008 წელს ომი იყო, გარბოდნენ საზღვრისკენ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ასე ვირთხებივით გარბიან ყოველი ჯერზე. ჩვენ ვნახეთ, სხვა დროს რომ ყოყლოჩინობენ პოლიტიკოსები, დღეს თავის მართლება უწევთ, სად იყვნენ, რუსთაველზე რატომ არ იყვნენ, ერთს რომ აკავებდნენ, მეორე სად იყო და ასე შემდეგ. ყველა ვირთხები ვიცი იყო გაფანტული, ზოგის სახლიდან აიყვანეს შემდეგ და ზოგი საავადმყოფოდან გულყრებით. ასე რომ, ეს არის ბუნება მოღალატის და ასე იქნება ყოველთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს მათი ვითომ ნათამაშები მიამიტობა, თითქოს რაღაც მშვიდობიან დამხობას აწყობდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა ისაუბრა უცხოელი პოლიტიკოსების შეფასებებზეც.

,,შეგახსენებთ, იმავე ღამეს, შტურმი რომ მიდიოდა პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მოლდოვის პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა და ქართველ ხალხს, ანუ ამაში გულისხმობს ექსტრემისტებს, ექსტრემისტებს დაუჭირა მხარი. მეორე დღეს მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა უფრო რბილი განცხადება. მიხვდნენ, რომ ნამეტანი შეტოპეს ძალადობის მხარდაჭერაში და შემდეგ შეეცადნენ უკან დახევას, მაგრამ სიტყვები არსად არ იკარგება და მანუსკრიპტები არ იწვის. ასე რომ, მისი განცხადება დარჩა, როგორც მოძალადეების მხარდამჭერი განცხადება, რომელიც ჰქონდა მოლდოვას პრეზიდენტს. ჟიგიმანტას პავილიონისი რამდენი ხანია, აღარ გაგვიგია და აგერ გამოძვრა, რასა იუკნევიჩიანე ყველა, ვინც კი ოდესმე ქართველი ხალხის მტრობაში არის შემჩნეული, ერთბაშად გამოჩნდა იდენტური განცხადებებით. რა თქმა უნდა, არის იმის აღქმა, რომ ეს იყო წინასწარ მომზადებული ტექსტები და წინასწარ მომზადებული სპიკერები, რომ აქ უნდა ამტყდარიყო დავიდარაბა, სისხლი, მსხვერპლი და გასროლა და შემდეგ იქიდან მხარდაჭერა, რომ მხარს უჭერენ პროტესტს, მხარს უჭერენ ხალხს, მშვიდობა, დიალოგი და ასე შემდეგ. შეხედეთ, ვისგან იყო 4 ოქტომბერს განცხადებები და ეს ადამიანები არიან ქართველი ხალხის მტრები. დავიმახსოვროთ ჟიგიმანტას პავილიონისები და მსგავსი ადამიანები. გაგანია შტურმი მიდიოდა პრეზიდენტის რეზიდენციაზე და ქალბატონი სანდუ თავის ტვიტერზე წერდა, თითქოს თავისი საქმე გამოლევიათ მოლდოვაში. პოსტსაბჭოთა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრეზიდენტმა უნდა გვასწავლოს ჩვენ ჭკუა? რა გვესწავლება საერთოდ მისგან?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს “პირველ არხზე”.

მან ისუბრა არჩევნებზე, პაპუაშვილის თქმით, 4 ოქტომბერს გაიმარჯვეს არა ექსტრემისტებმა, რომლებიც შეიკრიბნენ და დაიშალნენ, არამედ გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, რომელმაც თავისი სათქმელი თქვა საარჩევნო უბნებზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ “რადიკალურმა ოპოზიციამ” აღიარა .

,,მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, არა იმ ექსტრემისტებს, რომლებსაც ასე გულში იხუტებენ უცხოელები, არამედ ქართველ ხალხს, რომელმაც 4 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი გააკეთა. „ქართულმა ოცნებამ“ ამ შემთხვევაშიც გარკვეული რეკორდები მოხსნა, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებს თუ შევხედავთ, მივიღეთ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა, როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე თბილისის მასშტაბით. ჩვენ რეალურად საქართველოს მასშტაბით გავიმეორეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგები, 2024 წლის და 2021-ის. მილიონ ასიათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“. გახსოვთ, 2024 წელს მილიონ 120 000 იყო და დაახლოებით ამდენი, მილიონ 160 000 იყო 2012 წელს. ანუ, ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს გამოვიდა დეზინფორმაციის, ტერორის, გარედან ზეწოლის ფონზე და კიდევ ერთხელ, ერთი წლის თავზე 2024 წლის არჩევნებიდან, თავისი მანდატი გადასცა „ქართულ ოცნებას“.

„ლელომ“, გახარიამ და ა.შ. აღიარეს არჩევნები. მოისმინეთ მათი მერობის კანდიდატების, თუ სხვა ლიდერების განცხადებები. მათ აღიარეს არჩევნები იმ პირობებში, როდესაც მიიღეს ნახევარი ხმა იმასთან შედარებით, რაც შარშან მიიღეს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო იმავე რაოდენობის ხმა, რაც მიიღო შარშან. მილიონ ასი ათასზე მეტი. გავიხსენოთ, რას ამბობდნენ შარშან. ხომ გახსოვთ 300 000 ფოკუსად გაჩენილი ხმა, ახლა იმ 300 000 ხმის მიმართ პრეტენზია აღარ აქვთ? საკუთარი ხმა რომ გაუნახევრდათ და სამჯერ ნაკლები გაუხდა გახარიას და ნახევარი „ლელოს“, ამაზე პრეტენზია აღარ აქვთ? არაფერზე ხომ პრეტენზია აღარ აქვთ. რით განსხვავდებოდა ეს არჩევნები შარშანდელი არჩევნებისგან? თუ ამ არჩევნებს აღიარებენ, შარშან რატომ არ აღიარეს მაშინ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ” პირველ არხთან”.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი – ვახტანგ ფიცხელაური სასამართლოს მიაწოდებს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან დაკავშირებით

პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებისთვის გზის გახსნისკენ მოწოდების შემდეგ, მომიტინგეთა იმ ნაწილმაც, რომელსაც მანამდე ტროტუარი ეკავა, გზაზე გადაინაცვლა, პოლიციამ კი ტერიტორია დატოვა – ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია