რასა იუკნევიჩიენე – მარტა კოსთან და კოლეგებთან განვიხილეთ საქართველოში გაუარესებული მდგომარეობა, გადავხედავთ უვიზო მიმოსვლას – სამწუხაროდ, შეიძლება კანდიდატის სტატუსის კითხვის ქვეშ დაყენების დრო დადგეს

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ შეიძლება საქართველოს კანდიდატის სტატუსის „კითხვის ქვეშ დაყენების დრო დადგეს“.
ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პლატფორმა X-ზე გაფართოების საკითხებში ევროკომისართან მარტა კოსთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.
“ [გაფართოების საკითხებში] ევროკომისარ მარტა კოსთან და კოლეგებთან ერთად განვიხილეთ საქართველოში გაუარესებული მდგომარეობა.
გადავხედავთ უვიზო მიმოსვლას, ვიბრძოლებთ დეზინფორმაციასთან და მხარს დავუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას.
სამწუხაროდ, შეიძლება საქართველოს კანდიდატის სტატუსის კითხვის ქვეშ დაყენების დრო დადგეს”, – წერს ევროპარლამენტარი.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი – ვახტანგ ფიცხელაური სასამართლოს მიაწოდებს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან დაკავშირებით

პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებისთვის გზის გახსნისკენ მოწოდების შემდეგ, მომიტინგეთა იმ ნაწილმაც, რომელსაც მანამდე ტროტუარი ეკავა, გზაზე გადაინაცვლა, პოლიციამ კი ტერიტორია დატოვა – ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია