პაატა ელოდა, რომ სასახლესთან სპეცრაზმი მათ მხარეს გადმოვიდოდა, – ამის შესახებ მისმა შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ის ამბობს, “პაატა საჯაროდაც ამბობდა, რომ მაღალჩინოსნები და რობოკოპები გამოდიან კონტაქტზე ორგანიზატორებთან და უნდათ ხალხის მხარეს გადმოსვლა, რადგან ყველაფრით არიან დაღლილებიო.
მისივე თქმით, “პაატა ერთი წამითაც არ უშვებდა, რომ ძალადობა იქნებოდა აქციაზე.“
პაატა დარწმუნებული იყო, რომ გდდ-ს თანამშრომლები გადავიდოდნენ ხალხის მხარეს, ეს არ მოხდა, მოხდა უარესი რაღაც, ღობე, რომელიც ორ ბეტონის ბოძს შორის არის ჩამაგრებული რკინით, 5-მა თუ 10-მა ახალგაზრდამ მოაძრო 1 წამში. ფაქტია, რომ ხალხის მასა არ იყო აგრესიულად განწყობილი, ვინაიდან სასწაული მოხდა და ეს ღობე ჩამოინგრა, რამდენიმე ადამიანის მეშვეობით, მაგრამ თითქმის, არცერთია ადამიანი არ შევიდა შიგნით, არც პოლიცელებს თუ დაცვის თანამშრომლებს არ გაუწიეს წინააღმდეგობა. პაატა ერთი წამითაც არ უშვებდა, რომ ძალადობა იქნებოდა აქციაზე, – ამბობს შუქრი ბურჭულაძე.