მსოფლიოში სასტუმროების მფლობელების ნდობა AI-ს მიმართ 10-დან მხოლოდ 4.7 ქულაა

სასტუმროს ოპერატორების უმრავლესობა (78%) თავის საქმიანობაში ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, ხოლო 89% მომდევნო ერთი-ორი წლის განმავლობაში მისი გამოყენების სფეროს გაფართოებას გეგმავს, – ამ დასკვნამდე მივიდნენ სტუმართმოყვარეობისა და მარკეტინგის სფეროში მომუშავე კომპანიის h2c–ის ექსპერტები. საერთო ჯამში, კვლევის დროს მათ შეადარეს 171 სასტუმრო ქსელის მონაცემები, რომლებიც მოიცავდა 11 000-ზე მეტ განთავსების ობიექტს.
გარდა ამისა, სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტებია ჩატბოტები (42%) და მომხმარებელთა მონაცემთა მართვის სისტემები (50%).
აღსანიშნავია, რომ სასტუმროების მენეჯმენტში ს დანერგვის რეალური დონე მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ამ ტექნოლოგიის მიმართ ნდობის გამოცხადებული დონე. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროების მეპატრონეებმა ხელოვნური ინტელექტისადმი ნდობა საშუალოდ 10-დან 6.6 ქულით შეაფასეს, ფაქტობრივად ის მხოლოდ 4.7-ს შეადგენს.
სასტუმრო ქსელების მხოლოდ 7%-მა განაცხადა, რომ აქვს ხელოვნური ინტელექტის ყოვლისმომცველი სტრატეგია. ისინი დანერგვის ბარიერებად ასახელებენ გამოცდილების ნაკლებობას (62%), კომპანიის მკაფიო გეგმების ნაკლებობას (51%), ინტეგრაციის სირთულეებს (45%) და მაღალ ხარჯებს ან ბიუჯეტის შეზღუდვებს (39%).