აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალის ბოლო მონაკვეთის – ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა მალე დაიწყება – გზების დეპარტამენტი

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალის ბოლო მონაკვეთის – -სარფის გზის მშენებლობა მალე დაიწყება – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„აშენდება 11 კმ-იანი, ორზოლიანი ჩქაროსნული გზა, რომელიც მოიცავს 7.6 კმ-იან გვირაბსა და 1.47 კმ-იან ხიდს მდინარე ჭოროხზე. ავტომაგისტრალის ახალი მონაკვეთი ბათუმის შემოვლითი გზიდან დაიწყება და თურქეთის (სარფის) სასაზღვრო გადასასვლელამდე გაგრძელდება.
ახალი მონაკვეთი ხელვაჩაურიდან სარფამდე გადაადგილების დროს 25-30 წთ-ით, ხოლო მანძილს 8 კმ-ით შეამცირებს. გზა აშენდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე ნორმების დაცვით და უზრუნველყოფილი იქნება განათების სისტემით. ბათუმი-სარფის მაგისტრალური გზის მონაკვეთი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით აშენდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.