დიმიტრი სამხარაძე ს შესახებ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის განცხადებაზე- ეკლესიის გაძლიერება დავიწყეთ ბატონი ბიძინას დავალებით და ეს, ანაფორაში გამოპარჭყული ნაცი, ამ ყველაფერს აიგნორებს და ხალხს ატყუებს

დიმიტრი სამხარაძე ს შესახებ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის განცხადებაზე- ეკლესიის გაძლიერება დავიწყეთ ბატონი ბიძინას დავალებით და ეს, ანაფორაში გამოპარჭყული ნაცი, ამ ყველაფერს აიგნორებს და ხალხს ატყუებს
„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ვიდეოდან ფრაგმენტს აზიარებს, სადაც არქიმანდრიტი ხელისუფლებაზე და ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ რაც ამ მთავრობამ ეკლესიას და კონკრეტულად პატრიარქს გაუკეთა, არც ერთს გაუკეთებია და მისი თქმით, ეს ყველაფერი დაიწყო, როცა ბიძინა ივანიშვილმა თქვა: „პატრიარქსაც ეშლება“. დიმიტრი სამხარაძე აღნიშნავს, რომ არქიმანდრიტი ამ სიტყვებს ამბობს სამების ამშენებელზე, ერისკაცზე, რომელმაც უცხოელებზე გაყიდული, ასობით ხატი და სიწმინდე დაუბრუნა საქართველოს.
მისივე განცხადებით, იხ ხალხს ატყუებს. „ეს ჰომოსექსუალების პარტიელი, ამ სიტყვებს, სამების ამშენებელზე ამბობს! ერისკაცზე, რომელმაც ასობით ეკლესია ააშენა! ასობით ტაძარი და ციხე-სიმაგრეები აღადგინა! ამისნაირი ფარისევლების მიერ უცხოელებზე გაყიდული, ასობით ხატი და სიწმინდე დაუბრუნა საქართველოს! კანონი მიიღო მისმა გუნდმა, რომ ელგებეტე პროპაგანდა აიკრძალა ქვეყანაში! ეკლესიის გაძლიერება დავიწყეთ ბატონი ბიძინას დავალებით და ეს, ანაფორაში გამოპარჭყული ნაცი, მინიმუმ აქ რაც ჩამოვთვალე აიგნორებს და ხალხს ატყუებს! პეტრე 2-ია ეს გოთვერანი“- წერს სამხარაძე.'

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას პარტნიორი კომპანიის, Eagle Hills-ის სასარგებლოდ, ინვესტორი იღებს ვალდებულებას, სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და განახორციელოს პროექტის მენეჯმენტი

Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში

კრწანისის ტყე-პარკი ისედაც საჭიროებდა რეაბილიტაციას, რომლის სავარაუდო ღირებულება იქნებოდა 158 მილიონი ლარი, რაც უნდა დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რეალურად, რაც უნდა დაეხარჯა ბიუჯეტს, იმას გააკეთებს კომპანია „იგლ ჰილსი“, ეკოლოგიის ნაწილშიც ყველანაირად იქნება უზრუნველყოფილი სახელმწიფო ინტერესების დაცვა