ერთი ხატის ისტორია
ეროვნულ ბანკის შენობაში წლების განმავლობაში უზარმაზრი, ძალიან ლამაზი, რელიგიურ თემატიკაზე შესრულებული ჭედურობა იყო დიდ დარბაზში კედელზე ჩამოკიდებული. 90-იან წლებში ვიღაცას უჩუქნია. ავტორი ვინ იყო ვერ დავადგინეთ. კურთხევის შემთხვევაში მშვენიერი ხატი იქნებოდა. ყველაზე მეტად სამების ტაძარს მოუხდებოდა და კიდევაც გადავეცით. მეორე დღესვე დამირეკა პატრიარქმა და მადლობა გადაგვიხადა ამ საჩუქრისათვის. ეროვნული ბანკიდან ჩემი წამოსვლის შემდეგ რაღაც ვერ წავიდა კარგად საქმეები ეროვნულ ბანკში. ჩათვალეს, რომ “ხატის” წასვლის ბრალი იყო. შეაგროვეს ფული და ახალი, მოკრძალებული ზომის ხატი იყიდეს, აკურთხეს და მიუჩინეს საპატიო ადგილი. იმ წელიწადს სამასამდე თანამშრომელს დაატოვებინეს ეროვნული ბანკი, ინფლაციაც საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. ვიღაცას უთქვამს, სანამ ძველ „ხატს“ არ დავაბრუნებთ, არ იქნება ჩვენი საშველიო. შეეხვეწნენ თურმე საპატრიარქოს, დაგვიბრუნეთ, მაკროეკონომიკური სტაბილურობის დასამყარებლად გვჭირდებაო. რაგინდ გასაკვირიც უნდა იყოს, ეს ძველი ჭედურობა, აწ უკვე ნაკურთხი და ნამდვილი ძალმოსილების ხატად ქცეული, გადმოაბრძანეს ეროვნულ ბანკში. როგორ მოხდა და რის სანაცვლოდ, ამით არ დავინტერესებულვარ და ალბათ, საიდუმლოდ დარჩება. სამწუხაროდ, იმის მერეც რამდენჯერმე განიცადა ლარმა მძიმე დევალვაცია. ვერ უშველა ხატმა. ეროვნულმა ბანკმა ამ ამბის შემდეგ ოფისი შეიცვალა, იუსტიციის სახლის შენობაში გადავიდა. ეს ისტორია გამახსენდა და მოვიკითდხე დღეს ხატის ბედი. თურმე დღესაც იქაა და ერთ-ერთ კაბინეტშია ჩამოკიდებული.
ხან შველის და ხან არა. „ხელი გაანძრიე და გეშველებაო“-ხომ ურჩია ღმერთმა კაცს. ამათ ყველფერი უშრომველად უნდათ.