მაჩალიკაშვილის დამოკიდებულება არა სამართლიანობის ძიებაა, არამედ მუდმივი შეტევაა სახელმწიფოს მიმართ, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ტერორიზმისგან იცავს

მაჩალიკაშვილის დამოკიდებულება არა სამართლიანობის ძიებაა, არამედ მუდმივი შეტევაა სახელმწიფოს მიმართ, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ტერორიზმისგან იცავს
„მაჩალიკაშვილის სტატუსი კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ შეიძლება პირადი ტრაგედია პოლიტიკურ იარაღად გადაიქცეს. როდესაც ადამიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღკვეთილ ტერორისტულ საფრთხეს სპექტაკლად მოიხსენიებს, ეს არ არის გაუთვითცნობიერებელი სიტყვები, ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე. მისი თქმით, მაჩალიკაშვილმა შვილის დაწყებული აგრესიული ქმედება საკუთარ იდეოლოგიად აქცია და მისგან პოლიტიკური კაპიტალის მიღებას ცდილობს. „მაჩალიკაშვილის სტატუსი კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ შეიძლება პირადი ტრაგედია პოლიტიკურ იარაღად გადაიქცეს.
როდესაც ადამიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღკვეთილ ტერორისტულ საფრთხეს სპექტაკლად მოიხსენიებს, ეს არ არის გაუთვითცნობიერებელი სიტყვები, ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა. მისი დამოკიდებულება არა სამართლიანობის ძიებაა, არამედ მუდმივი შეტევა სახელმწიფოს მიმართ, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ტერორიზმისგან იცავს. სუს – მა რეალურად აღკვეთა მძიმე დანაშაული, რომელმაც შესაძლოა ასობით უდანაშაულო სიცოცხლე შეეწირა. ასეთ დროს მინიმუმ მადლიერება მაინც უნდა იგრძნობოდეს, ან – დუმილი, თუ სინდისი არ გიკარნახებს მადლობას. მაჩალიკაშვილი კი პირიქით იქცევა: მან შვილის დაწყებული აგრესიული ქმედება საკუთარ იდეოლოგიად აქცია და მისგან პოლიტიკური კაპიტალის მიღებას ცდილობს.“ – წერს ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერ კობახიძის ზეაქტუალური ინიციატივა, კომპლექსურად დარეგულირდეს კოსმოსური ფასნამატები ქსელურ მარკეტებში, ბიზნესზე ზეწოლა კი არა, კარტელური მტაცებლებისგან მომხმარებელთა დაცვაა

სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს პარტია ფედერალისტები, რომან გოცირიძე და ის 20 კაცი ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა და აუხსნან დანარჩენ ქვეყანას, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ სლობოდას შეუძლია

მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ