სომხეთის საგარეო უწყებაში ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტი იქმნება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტი შეიქმნება, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში კიდევ ერთი ცვლილება პოლიტიკური პროგრამირების დეპარტამენტის დიპლომატიური ოპერაციების კოორდინაციის დეპარტამენტთან შერწყმას ეხება.
შეგახსენებთ, 2025 წლის მარტში სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტი, რომელიც საჯარო პეტიციით იყო ინიცირებული, სომხეთის მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებისკენ მოუწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: “ისტორიის შეურაცხყოფის” გამო რომ გვცემენ აწი, დააბრალეთ ეს ნაცების პროვოკაციას ან თქვით, რომ მსგავსი შემთხვევები ყველგან ხდება. მაგალითად ირანში, მიანმარში, ჩეჩნეთში…

ირაკლი აბესაძე: “სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიის და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერ რეაგირებას” გვპირდება გიორგი (გივი) ქართველიშვილი, რომელიც კალაძის მერიიდან ყოველთვიურ ანაზღაურებას იღებს, როგორც წარმატებული მწვრთნელი