თავდასხმები მედიაზე, გამოხატვის თავისუფლება, LGBT თემის შევიწროება – HRW-ის ანგარიში

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ადამიანის უფლებების მიმართულებით 100-ზე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ადამიანების უფლებების მდგომარეობა შეფასებულია, როგორც “არათანაბარი”. ამასთანავე ყურადღება გამახვილებულია მოვლენებზე, რომლებიც ე.წ. “რუსული კანონის” მიღებისას განვითარდა. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, კანონი გამოხატვის თავისუფლებას ძირს უთხრიდა.
Human Rights Watch-ის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თავდასხმას მედიაზე და მთავრობის მხრიდან მომავალ მტრულ რიტორიკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ.
გარდა მედიაგარემოსი, ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებულ გამოწვევებს შორის დასახელებულია შრომის უსამართლო პირობები, ძალადობა ქალებსა და ლგბტ თემის წინააღმდეგ, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცველი სტრუქტურების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან მიმართებით.
გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება
HRW-ის ამ ქვეთავში ნათქვამია, რომ 2023 წლის თებერვალში ქართულმა ოცნებამ მოახდინა “საკამათო” კანონპროექტის ინიციირება. კერძოდ, მოცემული ინიციატივა მედიას ან სხვა არასამთავრობო ჯგუფებს, რომლებიც თავიანთი წლიური შემოსავლის 20%-ს ან მეტს საზღვარგარეთიდან იღებდნენ, ავალდებულებდა დარეგისტრირებულიყვნენ, როგორც “უცხოური გავლენის აგენტები”. ხოლო ამ კანონის არ შესრულებას მკაცრი ჯარიმები, მათ შორის სისხლის სამართლის დევნა მოჰყვებოდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად ევროკავშირის სტრუქტურების, საქართველოს ომბუდსმენის ოფისისა და ქართული საზოგადოების უკმაყოფილებისა, ქართულმა ოცნებამ პირველი მოსმენით ნაჩქარევად მიიღო კანონპროექტი.
გარდა ამისა, HRW-ი ანგარიშში ასევე წერს, რომ მთავრობის მტრული რიტორიკა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების ნაკლებობა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება
HRW-ის ანგარიშის ამ ქვეთავში აღნიშნულია, რომ 2023 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა და არაერთმა ორგანიზაციამ აღნიშნა “პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული გამოყენებისა და შეკრების თავისუფლებაში სახელმწიფოს უკანონო ჩარევის რამდენიმე შემთხვევა”.
“სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც სპონტანურად შეიკრიბნენ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად. სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ ეს ზომები არაპროპორციული და არასაჭირო იყო”.
ქვეთავში ასევე აღნიშნულია პოლიციის მიერ ადმინისტრაციული ბრალდების გამოყენების “მუდმივი პრობლემა” მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დასაკავებლად. კერძოდ, “სასამართლოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ხშირად ეფუძნება მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს და უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს ნორმებს.”
ქვეთავში ასევე ხაზგასმულია შემდეგი საკითხები:
· პოლიციის მიერ აქტივისტების დაკავება იმ პლაკატების დაჭერის გამო, რომლებზეც საქართველოს პრემიერის, ს “დამახინჯებული” სახელი ეწერა.
· აქტივისტების დაკავება საპროტესტო აქციაზე ივლისში, როცა ბათუმში რუსული საკრუიზო გემი ჩამოვიდა.