პოლონეთის ელჩი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სცადა, ჩემთვის ადგილი მოეჩინა

საქართველოში პოლონეთის ელჩი, მარიუს მაშკევიჩი SOVA-სთან მის მიერ გამოთქმული პოზიციის გამო საქართველოს საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავლენის მცდელობაზე საუბრობს.
საუბარია ორი წლის წინანდელ მოწოდებაზე, რომელი გორში სტალინის მუზეუმის დახურვას ეხებოდა.
დიპლომატმა SOVA-სთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლებთან არაფორმალურ კომუნიკაცია გაიხსენა.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სცადა, ჩემთვის ადგილი მიეჩინა, მაგრამ მე ვთქვი ძალიან უხეშად, რომ ამ თემაზე არ ვაპირებ საუბარს, განმარტების გაკეთებას”, – ამბობს ელჩი.
ის დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ სამინისტროში არ დაუბარებიათ.
2 წლის წინ რონდელის ფონდში სიტყვით გამოსვლისას მარიუს მაშკევიჩმა ილაპარაკა რთულ ვითარებაზე, რომელშიც პატარა საქართველო დიდი მეზობლის გვერდით აღმოჩნდა. მან სთხოვა ქართველ მეგობრებს, განეხორციელებინათ სიმბოლური ჟესტი და გორში სტალინის მუზეუმი დაეხურათ.