სამი წელი არავითარი პერსპექტივა არ აქვს არც ადგილობრივ აგენტურას და არც მათ პატრონებს, რომ არიონ ეს ქვყანა, ერთი ვარიანტია, რომ მიიღონ პრაგმატული გადაწყვეტილება და აქედანვე, ომის დასრულებამდეც იფიქრონ ურთიერთობების გადატვირთვაზე

სამი წელი არავითარი პერსპექტივა არ აქვს არც ადგილობრივ აგენტურას და არც მათ პატრონებს, რომ არიონ ეს ქვყანა, ერთი ვარიანტია, რომ მიიღონ პრაგმატული გადაწყვეტილება და აქედანვე, ომის დასრულებამდეც იფიქრონ ურთიერთობების გადატვირთვაზე
ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება, „დიფ სთეითს“ აქვს კონკრეტული ინტერესი, ამაში ჰყავს ჩართული ევროპული ბიუროკრატია, რომ როგორმე საქართველოში მოხდეს მეორ ფრონტის გახსნა , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, რეალური გახდება ურთიერთობების გადატვირთვა.
„ომის დასრულებაზეა დამოკიდებული პრინციპულად ურთიერთობების გადატვირთვა. ეს პროცესი გრძელდება. ჰქონდათ კიდევ ერთი დამხობის მცდელობა, გამოიყვანეს ევროკავშირის პრეს სპიკერი და მხარი დააჭერინეს დამხობის აქციისთვის. ესეც არის ომის გამოძახილი. ვიდრე ომი გრძელდება, „დიფ სთეითს“ აქვს კონკრეტული ინტერესი, ამაში ჰყავს ჩართული ევროპული ბიუროკრატია, ინტერესია, რომ როგორმე საქართველოში მოხდეს მეორ ფრონტის გახსნა და მანამდე ეს ინტერესი დარჩება, რომ არიონ საქართველოში ვითარება, შეცვალონ ხელისუფლება. ამიტომ, ჩვენ მოთმინებით ველოდებით ომის დასრულებას. როგორც კი ომი დასრულდება, ვფიქრობთ, რომ რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა რეგიონში, კონტინენტზე და ამის შემდეგ რეალური გახდება ურთიერთობების გადატვირთვა. სამი წელი აღარ იქნება, ხედავენ, რომ დამხობის მეხუთე მცდელობა ჩავარდა და შანსი აღარ აქვთ, სამი წელი არავითარი პერსპექტივა არ აქვს არც ადგილობრივ აგენტურას და არც მათ პატრონებს, რომ არიონ ეს ქვყანა. ერთი ვარიანტია, რომ მიიღონ პრაგმატული გადაწყვეტილება და აქედანვე, ომის დასრულებამდეც იფიქრონ ურთიერთობების გადატვირთვაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება