,,არავინ დაკვირვებია ქართული “ს” ახალ რეკორდებს“ – ბექა

,,არავინ დაკვირვებია ქართული “ს” ახალ რეკორდებს“ – ბექა
ისტორიკოსი ბექა კობახიძე:
,,არავინ დაკვირვებია ქართული “არჩევნების” ახალ რეკორდებს: ქოცებმა ახალქალაქში 97% დაიწერეს, ნინოწმინდაში – 98%.
არამხოლოდ პროცენტული ზრდა დაგვიფიქსირეს, არამედ რაოდენობრივიც. სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში და სხვა ტრადიციულ საკარუსელო რეგიონებში ბევრად მეტი ხმა “მიიღეს”, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებში.
არადა, ყველაფერი რომ ნორმალურად იყოს, წესით, ადგილობრივ არჩევნებში ბევრად ნაკლები ხალხი მიდის არჩევნებზე, ვიდრე საპარლამენტოში. აბა საიდან აქვთ ეს ზრდა? შარშან თითქოს გაყალბების პიკზე გავიდნენ. გვახსოვს ტევეპირველის რეპორტაჟები სამცხე-ჯავახეთიდან, სადაც ადამიანები პირდაპირ ამბობდნენ 100-100 ლარი დაგვირიგეს პასპორტების სანაცვლოდო, გვახსოვს მთავარი არხის რეპორტაჟები კარუსელებზე, OC Media-ს სტატიები აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლებიდან, სადაც სასწაულებს აღწერდნენ. კაცი იფიქრებს, ამაზე უარესს ფიზიკურად ვერ იზამენო. მაგრამ არა! შარშან ეუთო, არასამთავრობოები, პარტიები და რიგითი მოქალაქეები უძალიანდებოდნენ როგორც შეეძლოთ. წელს, საერთოდ არ აკვირდებოდა არავინ არაფერს და “იკატავეს” კარუსელზე შეუზღუდავად.
რა იყო მიზანი? მიზანი იყო იმის თქმა, რომ ბოიკოტი არ შედგა, რომ ხალხი გავიდა არჩევნებზე და ა.შ. ზღაპრები.“

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – უპრეცედენტო და უნიკალურია ის ამბავი, რომ ამ რაოდენობის პროტესტანტი ციხეში გაცნობიერებულად შედის, გახარიას პარტია კი გახდა რეჟიმს ნაწილი – გახარია ცდილობს, ეპატიოს ის წყენა, რაც ივანიშვილს და მის შორის არსებობდა

ლევან მაჭავარიანი – გახარიას შეეფერება ფრაზა: „მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, თავის ღალატსაც ღალატობს“, უცხოეთიდან გვმოძღვრავს, თითქოს, სამშობლოს ერთგულებაზე საუბრობს – „ლელოს“ რომ გაუერთიანდით, ლიდერებს არ შერცხვათ?