ყველა ამომრჩეველს მოგმართავთ, თქვენ შეგწევთ უნარი გააანალიზოთ და გაიაზროთ მომხდარი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, კოკა კობალაძე განცხადებას 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
როგორც კობალაძე წერს, ოპოზიციური ლიდერები პასუხისმგებლობას „ირიდებენ და თითს ერთმანეთისკენ იშვერენ“.
„ადამიანები გამოიყენეს. მივყვეთ ქრონოლოგიურად: რამდენიმე კვირით ადრე გახარია ამბობდა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და ადამიანებს მოუწოდებდა, არ დაზარალებულიყვნენ. არ დაუჯერეს.
მთელი თვის მანძილზე ისმოდა ე.წ. ლიდერებისგან “ვიწყებთ-ვამთავრებთ” ლოზუნგები და ისინი ახლა პასუხისმგებლობას ირიდებენ, იმალებიან სოროებში და ერთმანეთზე თითს იშვერენ.
დადგა 4 ოქტომბერი და აქეთ-იქით ასეირნეს ჭეშმარიტად გულანთებული, პატრიოტი, ხალხი მათ შორის პატიმრების ოჯახის წევრები. ამასობაში არჩევნების გზაზე მდგარი გუნდიც დავზიანდით, რადგან ადამიანები ვერ დავარწმუნეთ წამოსულიყვნენ არჩევნებზე. ეს ჩვენი დიდი შეცდომის გაგრძელება იყო.
ყველა ამომრჩეველს მოგმართავთ, თქვენ შეგწევთ უნარი გააანალიზოთ და გაიაზროთ მომხდარი. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ამ ქვეყნის კურსი დაუბრუნდეს ევროპულ კავშირს. ამაში თუ არ გავერთიანდით, ყოველთვის ასე დავმარცხდებით”, – წერს კობალაძე.




