გიორგი ქადაგიძის ადვოკატი – ადამიანს კითხვებს უსვამენ „პოსტებზე”, მაგალითად, „რუსთაველზე უნდა ვიყოთ ბევრი ხალხი“ და არის თუ არა ეს აქციის ორგანიზატორობა – ამ ყველაფრის მიზანია, ადამიანების დაშინება

გამოკითხვა ეხებოდა მოწმის დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ, მიაჩნია თუ არა ხელისუფლება ლეგიტიმურად და მსგავსი სისულელეები, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
თუთბერიძის თქმით, საქართველოს კონსტიტუციით დაზარალებული ადამიანების დახმარება დანაშაული არ არის და ასეთ საკითხებზე დაკითხვის მიზანი, ადამიანების დაშინებაა.
„ჩვენ ვიხილეთ დიქტატურის კლასიკური გამოვლინება. გამოკითხვა ეხებოდა მოწმის დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ, მიაჩნია თუ არა ხელისუფლება ლეგიტიმურად და მსგავსი სისულელეები. საქართველოს კონსტიტუციით დაზარალებული ადამიანების დახმარება დანაშაული არ არის. პირიქით, მგონია, რომ ეს არის კეთილსინდისიერების გამოვლინება დღევანდელ საქართველოში.
ადამიანს კითხვებს უსვამენ პოსტებთან დაკავშირებით, მაგალითად, როდესაც დაწერა გაყალბდა და არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია რას გულისხმობდა ამაში. „რუსთაველზე უნდა ვიყოთ ბევრი ხალხი“ – ეს არის თუ არა აქციის ორგანიზატორობა? ეს არის სისულელე. ამ ყველაფრის მიზანია ადამიანების დაშინება. ცხადია, ამ შიშს არავინ დაემორჩილება.
ყველა გადარიცხვა განხორციელებულია საჯაროდ. გადარიცხვა გაკეთებულია ისე, რომ მისი დადგენა შესაძლებელია“,- განაცხადა თუთბერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”