უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს , – ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა კიევში, თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ახლახან მინისტრ შმიგალთან ერთად დახმარების მე-14 პაკეტის შესახებ მემორანდუმს ხელი მოვაწერე“, – განაცხადა რობერტ კალინიაკმა.
ასევე, მისი თქმით, კიევში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინასთან ერთობლივი თავდაცვითი პროექტების საკითხებს განიხილავს.
„ჩვენ სლოვაკეთ-უკრაინის საზღვრის ორივე მხარეს ერთობლივ თავდაცვის პროექტებში ინვესტიციებისთვის მზად ვართ. სწორედ ამიტომ, სლოვაკეთის თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლები უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მოლაპარაკებებს გამართავენ“, – აღნიშნა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს