ისრაელმა გრეტა თუნბერგის და “ღაზის ფლოტილიის” სხვა აქტივისტების დეპორტაცია მოახდინა

ისრაელი აცხადებს, რომ დეპორტირებულია გრეტა თუნბერგი და კიდევ 170 აქტივისტი, რომლებიც ღაზაში დახმარების შეტანის მცდელობისას დააკავეს.
ისრაელმა ღაზის სექტორისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილია გასულ კვირას დააკავა. 40-ზე მეტ სამოქალაქო გემზე დაახლოებით 470 ადამიანი იმყოფებოდა.
ფლოტილიის ზოგიერთმა უკვე დეპორტირებულმა წევრმა განაცხადა, რომ ს პატიმრობაში ყოფნისას მათ არასათანადოდ ეპყრობოდნენ.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფლოტილიას „PR ხრიკს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ყველა დაკავებულის კანონიერი უფლებები დაცული იყო.
ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ისრაელმა ღაზაში ზღვით ჩასვლის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გრეტა თუნბერგის დეპორტაცია მოახდინა.
ისრაელი აცხადებს, რომ 171 ადამიანი დეპორტირებულია საბერძნეთსა და სლოვაკეთში და ისინი საბერძნეთის, იტალიის, საფრანგეთის, ირლანდიის, შვედეთის, პოლონეთის, გერმანიის, ბულგარეთის, ლიეტუვის, ავსტრიის, ლუქსემბურგის, ფინეთის, დანიის, ს, შვეიცარიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის, სერბეთისა და -ის მოქალაქეები არიან.
ფლოტილია აგვისტოს ბოლოს დაიძრა ღაზისკენ, რაც ისრაელის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ დაგმეს, როგორც “ხრიკი”. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფლოტილია ადრე გააფრთხილეს, რომ უახლოვდებოდა აქტიური საბრძოლო მოქმედების ზონას და არღვევდა „კანონიერ საზღვაო ბლოკადას“. მათ ორგანიზატორებს კურსის შეცვლა მოსთხოვეს და დახმარების ღაზაში გადატანა შესთავაზეს.
ისრაელის მიერ ფლოტილიის გაჩერების გამო საპროტესტო აქციები გაიმართა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, მათ შორის ძიუდოისტმა გიგა ტატიაშვილმა და მორაგბე ნიკოლოზ ჟვანიამ სასჯელის ამოწურვის შემდეგ საპატიმრო დატოვეს

„ძლიერი საქართველო“ – “4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ“ – ბოიკოტის მომხრე ყველა პარტიის ლიდერის და პოლიტიკოსის ღია მხარდაჭერა უნდა შეფასდეს „პოლიტიკურ ავანტიურად“ – ვიწყებთ ამომრჩეველთან და არჩეულ დეპუტატებთან ერთად აქტიურ მუშაობას