უკრაინის გენშტაბი ადასტურებს რუსეთის სამხედრო ქარხანასა და ნავთობტერმინალზე დარტყმას

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა დარტყმები ანექსირებულ ყირიმში მდებარე სამხედრო ობიექტსა და ნავთობტერმინალზე და ს ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში მდებარე სამხედრო ქარხანაზე. მანამდე ამ ობიექტებზე უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ რუსული ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ 6 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ღამით რუსეთის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს სვერდლოვის სახელობის ქარხანაზე, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი ობიექტია და აქვს შესაძლებლობა, რუსული არმია მოამარაგოს პრაქტიკულად, ყველა სახეობის საბრძოლო მასალით. გენშტაბის თანახმად, ამ სამიზნის რაიონში დაფიქსირებულია აფეთქებები და ხანძარი.
ქარხანა რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში მდებარეობს. 6 ოქტომბერს, დილით ოლქის გუბერნატორმა გლებ ნიკიტინმა განაცხადა, რომ ძერჟინსკის სამრეწველო ზონაში 20 უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს და ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. სხვა შედეგების შესახებ ნიკიტინს არაფერი უთქვამს.
რუსული ტელეგრამ-არხი Astra იუწყებოდა, რომ ძერჟინსკში დრონებით შეტევა იყო სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა შეტევა ს ქალაქ ფეოდოსიაში მდებარე საზღვაო ნავთობტერმინალზეც, რომელიც რუსეთის საოკუპაციო არმიის მომარაგებაშია ჩართული. გენშტაბის ცნობით, ტერმინალის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, დროებით ოკუპირებულ ყირიმში დაარტყეს რუსეთის მე-18 არმიის მატერიალური უზრუნველყოფის ბატალიონის საბრძოლო მასალების საწყობსაც და შედეგები დაზუსტების ეტაპზეა.
ანექსირებულ ყირიმში, ფეოდოსიის ნავთობტერმინალსა და ქალაქ ევპატორიასა და სოფელ უიუტნოეს შორის მდებარე სამხედრო ნაწილზე შეტევის შესახებ გამთენიისას იუწყებოდა ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“.
რუსეთთან ომში მყოფ ს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის საცავები.
ფორუმი