ანა ბუჩუკური – მშვიდობიანი მომიტინგეები რეჟიმს შეატოვეს – ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი მარცხი ის არის, რომ ამ პოლიტიკოსების აზრი გახდა მეინსტრიმი და ჩვენ მოქალაქეების საპირისპიროში დარწმუნება ვერ შევძელით

მშვიდობიანი მომიტინგეები რეჟიმს შეატოვეს – ჩემი პერსონალური და ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი მარცხი ის არის, რომ აი, ამ პოლიტიკოსების აზრი გახდა მეინსტრიმი და ჩვენ მოქალაქეების საპირისპიროში დარწმუნება ვერ შევძელით, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია “გახარია საქართველოს“ წევრი ანა ბუჩუკური წერს.
“ნაცმოს” ლიდერებს დღეს ეკითხებიან, რუსთაველზე ადამიანები რატომ მიატოვეთ, სად იყავითო. პასუხებში ძირითადად ჭარბობს “მე მეგონა…” ასე შეატოვეს მშვიდობიანი მომიტინგეები რეჟიმს.
ჩემი პერსონალური და ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი მარცხი ის არის, რომ აი, ამ პოლიტიკოსების აზრი გახდა მეინსტრიმი და ჩვენ მოქალაქეების საპირისპიროში დარწმუნება ვერ შევძელით.
ან ახლა შევძლებთ შეცდომების, დანაშაულის აღიარებას, გაანალიზებას ცივი გონებით – ან კიდევ დიდი ხანი უნდა ვუყუროთ რეჟიმს, რომელმაც 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს მორიგი სპეცოპერაცია მოუწყო“, – წერს ანა ბუჩუკური.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!