ვინ აფინანსებს “ქართულ ოცნებას“- “საერთაშორიო გამჭვირვალობა საქართველო“ პარტიების შემოწირულობების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ შპს „გზის“ დირექტორმა, მალხაზ დუმბაძემ აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა, მას პარტიისთვის სულ 205 000 ლარი აქვს შეწირული.
ანგარიშის მიხედვით, დუმბაძის კომპანიას 2016 წლიდან უპრეცედენტო რაოდენობის, თითქმის ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული.
2024 წლიდან შპს „გზას“ 56 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული, – წერს TI.
2025 წლის ივლის-აგვისტოში ყველა პარტიამ ჯამში 4,877,977 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 73% – 3,553,326 ლარი „ქართულმა ოცნებაზე“ მოდის. კვლავ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს „ქართული ოცნების“ მსხვილი დონორების შესაძლო მონაწილეობა სისტემურ კორუფციაში – მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2016 წლიდან თითქმის მილიარდი ლარის (997 მლნ) ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს.
- ყველა პარტიამ ჯამში 4.9 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო
- „ქართულმა ოცნებამ“ 3.6 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 73%-ია.
- „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2024 წლიდან 273 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა, 2016 წლიდან კი 997 მილიონის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.
- „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულ კომპანიებს 2024 წლიდან 1.4 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები აქვთ მიღებული, 2016 წლიდან კი — 15 მილიონი.
- 2016 წლიდან ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 247 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგეს და 586 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს.
- „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა 19-მა კომპანიამ 2016-2024 წლებში 8 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო სუბსიდია მიიღო.
- ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას საბიუჯეტო სუბსიდია არ მიუღია., – წერს ორგანიზაცია.
შემოწირულობების სტატისტიკა სრულად ნახეთ ბმულზე: