სისხლიანი გარჩევა სკოლაში – კასპში 12 წლის არასრულწლოვანი დაჭრეს.
“პირველებისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, მეექვსე კლასელებს შორის დაპირისპირების ამბავი სკოლის ადმინისტრაციამ დამალა და პოლიციას დანაშაული არ შეატყობინა.
დაზარალებული ბიჭის მშობლების ჩვენებით სამართალდამცველები მხოლოდ მაშინ დაინტერესდნენ, როცა ამ ამბის გასაშუქებლად TV პირველი მივიდა.
ეს ყველაფერი არ არის, სკოლის მოსწავლე პედაგოგებს უყურადღებობაში, გულგრილობასა და ძალადობაშიც ადანაშაულებს.
გვაშინებს მასწავლებელი, ნაჭერს გვაძლევს გაწმინდეთ ფანჯრებიო, მაგიდებიო, ნაგავი აიღეთო და გადაყარეთო, თუ არ გაწმინდავ ყვირილით მემუქრება ცემით. ერთხელ ბეჭედი ეკეთა ხელზე და ჩამარტყა თავში, სახეშიც შემოურტყია”- აცხადებს დაზარალებული.