აფხაზეთში გაგრის “ქართველი სამხედრო ფორმირებებისგან” გათავისუფლების დღეს აღნიშნავენ

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა აფხაზებს ქართველი სამხედრო ფორმირებისგან გაგრის რაიონის გათავისუფლების დღეს ულოცავს.
2025 წლის პირველ ოქტომბერს 33 წელი გავიდა ს ომის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრაგიკული დღიდან – აფხაზებმა ქალაქ გაგრაზე სრულმაშტაბიანი შეტევა განახორციელეს. სულ მოკლე ხანში მათ არა მხოლოდ აიღეს ქალაქი, არამედ დაიკავეს ტერიტორია ს საზღვრამდე. ბრძოლებს თან სდევდა ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და დევნილობა.
„ძვირფასო გაგრელებო, პატივცემულო თანამემამულენო! გილოცავთ გაგრის რაიონის გათავისუფლების წლისთავს. ეს თარიღი სამუდამოდ ჩაიწერა აფხაზეთის ხალხის სამშობლოს ომის ისტორიაში, როგორც პირველი დიდი გამარჯვება, რომელმაც გზა გაუხსნა მთავარ გამარჯვებას. ამ გამარჯვებამ აამაღლა ჩვენი მებრძოლების საბრძოლო სული, შთააგონა მთელი ხალხი, ხოლო მოწინააღმდეგე – პირიქით, დააბნია და თავდაჯერება დააკარგვინა. ამ გამარჯვების მნიშვნელობის გადაფასება შეუძლებელია – სწორედ მან აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ აფხაზეთის ხალხი შეურყეველია თავისუფლებისკენ სწრაფვაში და შეუძლია საკუთარი მომავლის დაცვა”.