მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე, არ იცით, პროცენტები როგორ ითვლება – კალაძე ჟურნალისტს

ცესკოს მონაცემებით, თბილისში 1 043 482 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საიდანაც ს 215 083 ადამიანმა მისცა ხმა. სწორედ ამ ფაქტს შეეხებოდა ჟურნალისტის კითხვა, არის თუ არა მერი 20%-ის მიერ არჩეული.
,,მე მივიღე დედაქალაქში 215 367 ხმა, ახლა თქვენ დაჯექით და ჯერ მათემატიკასში მოემზადეთ და მერე მეტი გააზრება გჭირდებათ. კახა კალაძემ თბილისელების მხარდაჭერით 71 % მიიღო, მათემატიკა არ არის თქვენი ძლიერი მხარე, საერთოდ არეულები ხართ, არ იცით როგორ ითვლება პროცენტები, რაზედაც თქვენ საუბრობთ, რაც არ არის თქვენიო ძლიერი მხარე იმას დაანებეთ” – უპასუხა კალაძემ ჟურნალისტებს