ადვოკატი: ბურჭულაძე იყენებს დუმილის უფლებას – სავარაუდოდ, დღეს იქნება აღკვეთის ღონისძიებაც

“სამი მუხლით არის ბრალდება წარდგენილი, თუმცა ბრალდების ოქმს კიდევ უფრო მეტად სიღრმისეულად შესწავლა სჭირდება, მათ შორის იმის გამო, რომ მტკიცებულებები ჯერჯერობით არ გადმოგვცემია. როგორც გამომძიებლისგან გავიგეთ, დღეს იქნება მტკიცებულებების გადმოცემის ნაწილიც და შესაძლოა, სავარაუდოდ, დღესვე ჩაინიშნება აღკვეთის ღონისძიებაც. პოზიციას რაც შეეხება, ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს [პაატა ბურჭულაძე], დანარჩენს უკვე მას შემდეგ გეტყვით და თვითონაც პოზიციას შეაჯერებს, როდესაც უკვე მტკიცებულებები გადმოგვეცემა’, – ამბობს ადვოკატი.