„იმღერე ბერიკაცო“ – ჩერგოლეიშვილი ბურჭულაძეზე
თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„პაატა ბურჭულაძე, საკუთარი თავის გარდა, ბიძინას დილეგში ჩააგდო იმან, რომ მის გარშემო არ აღმოჩნენ პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ჩემსავით ეტყოდნენ, “არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო” – იმღერე ბერიკაცო და ამ საქმეს ჩაეხსენიო.მას გარს ერტყნენ და ინსტრუქციებს აძლევდნენ მავნებლები, რომლებსაც ქართველი ერი სასოწარკვეთილი და ინტელექტუალურად შეზღუდული “ავანტყოფი” ჰგონიათ და ბურჭულაძეს იყენებდნენ, რადგან ებღაუჭებოდნენ ხავსს რომ შეიძლება ხატებთან ერთად მფრინავი ჰომო სოვიეტიკუსი მიშასთვის ძალაუფლების დაბრუნების ინსტრუმენტად აქციონ.ამაზე ამდენს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ პატერნია და ბურჭულაძე არ იქნება ბოლო “კუკლა” ვისაც გაწირავენ მათი ხელიდან და ეს “კუკლა” ამ ნიშნებით უნდა ამოიცნოთ – იმ სტერეტიპებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომლის მიხედვითაც ქართველი განუვითარებელი, არტისტული რეგვენია, რომელიც მჩხიბავობით უნდა გააბრიყვო.“
