გასულ ზაფხულს, საუდის არაბეთის ჩემპიონატში უამრავი ვარსკვლავი გადაბარგდა, ცხადია, ეს ყველაფერი 2023 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კრიშტიანო რონალდოს გადასვლით დაიწყო.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ არაბულ კლუბებს ზაფხულში 8 ლეგიონერის ნაცვლად, 10-ის დარეგისტრირებას შეძლებენ.
Daily Mail-ის ცნობით, პროლიგის გუნდები აქცენტის გაკეთებას ევროპული გუნდების აკადემიის წამყვან ფეხბურთელებზე გეგმავენ.
შეგახსენებთ, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არაბულმა კლუბებმა ჯამში 957 მილიონი დოლარი დახარჯეს.