ისრაელი და ჰამასი ეგვიპტის შუამავლობით იწყებენ მოლაპარაკებას ტრამპის გეგმის პირობებზე

დღეს, 6 ოქტომბერს ეგვიპტეში, ამ ქვეყნის ხელისუფლების შუამავლობით იწყება ს და პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, -ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული ჰამასის მოლაპარაკება.
მხარეები შუამავლების მეშვეობით განიხილავენ ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის პირობებს, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ს სამშვიდობო გეგმა მოიცავს. მოლაპარაკების პირველი საკითხია ჰამასის მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება.
ეგვიპტეში გაემგზავრა შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც.
ეგვიპტეში მოლაპარაკების დაწყების წინ პრეზიდენტმა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ომის შეწყვეტის შესახებ გასული კვირის ბოლოს „ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები“ გაიმართა ჰამასთან და მსოფლიოს ქვეყნებთან. ტრამპის თანახმად, ორშაბათს ტექნიკური ჯგუფები ისევ შეიკრიბებიან ეგვიპტეში, რათა საბოლოო დეტალები დააზუსტონ და როგორც აცნობეს, პირველი ეტაპი ამ კვირაში უნდა დასრულდეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მხარეებს სთხოვა, სწრაფად იმოქმედონ.
სექტემბრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ სთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ღაზის სექტორში ომის დასრულების გეგმა და განაცხადა, რომ მას მხარს უჭერენ აშშ, ისრაელი და არაერთი სხვა ქვეყანა და მხოლოდ ჰამასის თანხმობაა საჭირო. 3 ოქტომბერს ჰამასმა განაცხადა, რომ ეთანხმება ტრამპის გეგმის ზოგიერთ პუნქტს და დამატებით მოლაპარაკებებს ითხოვს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის გეგმა 20-პუნქტიანია. ის ითვალისწინებს ღაზაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ჰამასის მიერ ყველა მძევლის გათავისუფლებიდან 72 საათის განმავლობაში და ისრაელის მიერ ასეულობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას, ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების ეტაპობრივად გაყვანას, ჰამასის განიარაღებას და ღაზის სექტორში გარდამავალი მთავრობის შექმნას საერთაშორისო ხელმძღვანელობით. გეგმა გამორიცხავს ჰამასის მონაწილეობას ღაზის სექტორის მართვაში.
· ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას.
· მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ჰამასის ტყვეობაში დარჩა 50-მდე მძევალი, რომელთა ნახევარი სავარაუდოდ, გარდაცვლილია.
· ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 64 ათასზე მეტი ადამიანი.
· 2025 წლის სექტემბრიდან ისრაელმა დაიწყო სახმელეთო ოპერაციაც ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დასამყარებლად.
· ჰამასი ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს.
· პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც გაეროს წევრი სახელმწიფოების დიდი ნაწილი აღიარებს, პალესტინელთა ტერიტორიას აკონტროლებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ