2023 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2023 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1208,9 ათასი ტონა, რაც 58,6 ათასი ტონით ანუ 5,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1150,3 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2023 წლის პირველი 12 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 614,3 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 594,6 ათასი ტონა.
კატეგორიების მიხედვით, 2023 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი – 366,5 ათასი ტონა (59,7%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი – 236,6 ათასი ტონა (38,5%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი – 11,2 ათასი ტონა (1,8%);
2023 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა დან – 736,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 60,9%-ს შეადგენს.
შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 180,6 ათასი ტონა – 14,9%; ბულგარეთი – 107,2 ათასი ტონა – 8,9%; აზერბაიჯანი – 84,2 ათასი ტონა – 7%; თურქმენეთი – 29,3 ათასი ტონა – 2,4%; ბელარუსი – 24,9 ათასი ტონა – 2,%; საბერძნეთი – 23,5 ათასი ტონა – 1,9%; თურქეთი – 17 ათასი ტონა – 1,4%; არაბთა გაერთიანებული საამიროები – 2,2 ათასი ტონა – 0,2%; ვირჯინიის კ-ბი – 2,2 ათასი ტონა – 0,2%; შვეიცარია – 1,3 ათასი ტონა – 0,1% და სხვ.