ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ ანდრეი ბაბიშს

ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას “ანო”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
პრემიერი ანდრეი ბაბიშს წარმატებას უსურვებს ძლიერი და ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბებაში.
“ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას “ანო”. წარმატებას ვუსურვებ მას ძლიერი და ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩეხი ხალხის წინსვლასა და კეთილდღეობას. საქართველო მოუთმენლად ელის პარტნიორობის განახლებას და ჩვენს ერებს შორის არსებული კავშირების მეტად გაღრმავებას”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ესპანეთი პოლიტიკური იძულების ობიექტად იქცა, სადაც სატანკო კოლონების ნაცვლად გამოიყენება ათიათასობით ადამიანი, ხოლო არტილერიის თუ დრონების ნაცვლად- შიში, ქაოსი და სახელმწიფო ინსტიტუტების გადატვირთვა

ირაკლი კობახიძე – ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის, ეს არის ჩვენი ამოცანა და მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს