ს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 251 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ს ტერიტორიაზე 251 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 62 დრონი – შავი ზღვის აკვატორიის თავზე ჩამოაგდეს. ამასთან, 40 დრონი ჩამოაგდეს ოკუპირებული ს ტერიტორიაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონები ასევე ჩამოაგდეს კურსკის, ბელგოროდის, ნიჟნი ნოვგოროდის, ვორონეჟის, ბრიანსკის, ტულას, რიაზანის, ვლადიმირის, ივანოვოს, კალუგის, ტამბოვისა და ორიოლის ოლქებში, კრასნოდარის მხარესა და აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: როგორც ლოგიკურად დადასტურდა, “28-პუნქტიანი” გეგმის “გაჟონვაც” და ბლუმბერგის “ყოჩაღი” ჟურნალისტების გამოძიებაც ფსბ-ს დივერსიული სპეც-ოპერაცია იყო, რომლის მიზანიც უკრაინისა და ამერიკა-ევროპის ერთმანეთთან წაკიდება და აჟრიამულება იყო