მადლობა ამ ვაჟკაც ბიჭს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც, გუშინ, პრეზიდენტის სასახლეს გარე დავალებით მოქმედი მოძალადეების თავდასხმისგან იცავდა

მადლობა ამ ვაჟკაც ბიჭს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც, გუშინ, პრეზიდენტის სასახლეს გარე დავალებით მოქმედი მოძალადეების თავდასხმისგან იცავდა
4-მა ოქტომბერმა გამიჯნა ქართული და არაქართული, გმირი და ანტიგმირი, სამშობლოს სიყვარული და სამშობლოს მტრობა, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში.
პარლამენტის თავმჯდომარე აქვეყნებს 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის კადრებს, სადაც ჩანს, როგორ იგერიებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, პრეზიდენტის შენობაში შეჭრის მსურველებს. პაპუაშვილი მადლობას უხდის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პრეზიდენტის სასახლის მოძალადეებისგან დაცვისთვის.
“4-მა ოქტომბერმა გამიჯნა ქართული და არაქართული, გმირი და ანტიგმირი, სამშობლოს სიყვარული და სამშობლოს მტრობა.
მადლობა ამ ვაჟკაც ბიჭს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც, გუშინ, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს გარე დავალებით მოქმედი მოძალადეების თავდასხმისგან იცავდა.” – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ მიმართულებით, სერბებს და ქართველებს შორის წარმატებებს მივაღწიოთ

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით. იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში. ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი